რატომ მოაძრეს ბავშვის ქანდაკებას თავი [video]

2019-02-24 00:28:17

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

ადგილობრივებმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის გალამაზების მიზნით სხვადასხვა სკულპტურა გააკეთეს, რამაც მიწის ერთი მონაკვეთის მესაკუთრე გააღიზიანა.

როგორც "ინფო რუსთავთან" მიწის მფლობელი აცხადებს, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მეზობლებმა ამ ტერიტორიაზე ქანდაკება უკანონოდ განათავსეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მიწის არსებული ფართი გაყიდულია, თუმცა აცხადებენ რომ ნაკვეთზე მშენებლობის უფლებას არავის მისცემენ.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ხვედელიძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "უკანონოდ და თვითნებურად არის განთავსებული ეს ნაკეთობები. კერძო საკუთრებიდან გამომდინარე, თავის ტერიტორიაზე თუ სურვილი არ აქვს იმ პიროვნებას, რომ განათავსონ ეს შენობა-ნაგებობა ალბათ დააშლევინებს. კერძო მესაკუთრის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავად მოუნდება იმის მიხედვით მოიქცევა".

მიწის მესაკუთრესა და კორპუსის მაცხოვრებლებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რა დროსაც ნაკვეთის მფლობელმა ბავშვის ქანდაკების თავი დააზიანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.