რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს "ფოლცვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და საქალაქო მარშრუტზე მომუშავე "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა, რომელსაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრები გადაჰყავდა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ქალბატონი დაშავდა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.