ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-02-22 23:36:47

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

არსებული ინფორმაციით ავარია ვახუშტის ქუჩაზე, გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 17 წლის გოგონას დაეჯახა.

დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".