რეზოლუციის პროექტს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს", პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციას ხმა 45-მა დეპუატატმა მისცა, წინააღმდეგ კი 16 დეპუტატი წავიდა. რეზოლუციის პროექტი პატრიოტთა ალიანსის ინიციატივა იყო.
მხარდამჭერებს შორის იყო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადსხვა თანმდებობაზე მუშაობდა.
"ინფო რუსთავთან" დეპუტატმა განმარტა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობამ ქვეყანას დიდი ბოროტება მოუტანა. მხეიძის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მას თანამდებობის დატოვების მცდელობაც ხშირად ჰქონდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ის მაინც რჩებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე.
"ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და მეხსიერება აქვს შერჩენილი, ყველას ახსოვს რამდენი ბოროტება მოჰყვა მათ 9 წლიან მმართველობას. არ მინდა ვინმემ დამარქვას, რომ დაუნახავი ვარ და ვერ ვხედავდი აღმშენებლობის პროცესს. იყო მომენტები, რომლითაც დაიწყეს ძალიან კარგად, ეს ეხებოდა ქვეყნის ინფრასტრუქტურას, გზების საკითხს, ავტობანებს, აყვავებულ ქალაქებს. ასევე პატრულისა და ქრთამის თემას, თუ არ ჩავთვლით ელიტარულ კორუფციას, რომელმაც ათჯერ გადააჭარბა ყოფილი ჩინოვნიკების მადებს. ყველაზე მთავარი, რასაც მათ ვერ ვპატიობ, იყო ახალი, ჰიბრიდული ქართველის გამოყვანის სურვილი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ცუდად აისახა ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე და დაილექა ნებისმიერი თაობის ქართველზე. მე თავის დროზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეც ვიყავი, ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ვიყავი და მინდა ვთქვა, რომ არცერთ ჯანმრთელ ტვინში არ მოვა ის სისასტიკე, რაც მათ ტვინში მოდიოდა. ნამდვილი გოლგოთა გამოატარეს ხალხს. ყოველთვის არის რაღაცა ფორმაცია, რაღაც მოგწონს, რაღაც არ მოგწონს. მე სამჯერ მაქვს გამოჯახუნებული კარები ისე, რომ იმხელა დისკვალიფიკაცია მქონდა დეპრესიამდე მიმიყვანა ამ ყველაფერმა. როცა შენს უკან ოჯახი დგას სხვა შანსი არაა. ყველას ვერ მოთხოვ ბიზნესში წასვლას და არც მამისგან დამრჩენია მემკვიდრეობით მილიონები", - აცხადებს პაატა მხეიძე.