10 ოჯახი გაზიფიცირდა.

2017-02-28 17:12:00

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში  გოგოლის ქუჩის  №2-ში მცხოვრები მოსახლეობის გაზიფიცირების სამუშაოების ნაწილი დასრულდა.  ბუნებრივი აირი აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 10 ოჯახს მიეწოდა, ახლო მომავალში კი გაზიფიცირება კიდევ 7 ოჯახს შეეხება. მოსახლეობას ბუნებრივი აირი წლების განმავლობაში არ მეწოდებოდა, მათი გაზიფიცირება კი ქალქის მერის დავით ჯიქიას შუამდგომლობით კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ უზრუნველყო. ადგილზე არსებულ სიტუაციას ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ჭყოდნიდელის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.