რუსთავში სანიაღვრე არხები იწმინდება

2019-02-23 11:44:11

"რუსთავსერვის ცენტრი" რუსთავში სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას განაგრძობს.

პროცესს ადგილზე გაეცნო "რუსთავსერვის ცენტრის" დირექტორი გიორგი გოროზია. რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები გაგრძელდება და ყველა წყალგამტარი არხი გაიწმინდება.

ქსელის გაწმენდა უხვი ნალექის პირობებში წყლის თავისუფლად გატარებას ხელს შეუწყობს.