სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს

2019-02-27 14:20:41

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება.

სამუშაოები დღეისთვის, რამდენიმე მიკრორაიონში მიმდინარეობს, სადაც ძველი ნათურების ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება ხდება.

სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები აწარმოებენ. პროცესს სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია დაესწრო.

ახალი სანათებით გარე განათების ქსელის განახლება, ეტაპობრივად მოხდება რუსთავის სხვადასხვა უბანში.