რუსთავის მერიაში მუნიციპალური სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელმა, თამთა დოკვაძემ მერიის სამსახურის ხელმძღავენელებს სერვისების მიღებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დანერგილი სიახლეები გააცნო. კერძოდ, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება რუსთავის მერიის ყველა სამსახურის დაქვემდებარებული ყველა აიპი სერვისი ელექტრონულად მიიღოს.
"რუსთავის მერია აქტიურად ზრუნავს მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე. რუსთავის მერიის ყველა სამსახურის დაქვემდებარებული ყველა აიპი სერვისი შესაძლებელია მიიღოთ ელექტრონულად, დისტანციურად my.gov.ge პორტალის მეშვეობით. ამისათვის მოქალაქეს სჭირდება ID ბარათი, ბარათის წამკითხავი და ჩვეულებრივი კომპიუტერი. ნებისმიერი სერვისი, იქნება ეს მშენებლობის ნებართვა, სოციალური პროგრამები, ზედამხედველობის თუ კომისარიატის, ნებისმიერი ტიპის განცხადებაზე ან ინფორმაციის მიღებაზე მოსახლეობას შეუძლია განცხადება სახლიდან გაუსვლელად ID ბარათის მეშვეობით დაწეროს", - განაცხადა თამთა დოკვაძემ.
ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობის შეძენა, რომელიც სერვისის ელექტრონულად მიღებისთვის აუცილებელია, იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და მისი საფასური 10 ლარია.