მამა-შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

2019-02-22 11:22:31

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, 52 წლის მამაკაცი და 16 წლის ბიჭი მოიწამლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია. მამა შვილი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, პაციენტებს კლინიკა რუსთავში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და კლინიკა მალევე დატოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლისგამაცხელებელი გახდა.