რუსთავსერვის ცენტრის დასუფთავების მობილური ჯგუფი ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს, პარკებსა და სკვერებს ასუფთავებს.
სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ასეთი ადგილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ფოთლებისგან და ბალახისგან გაწმინდეს.
სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.
რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური "რუსთავსერვის ცენტრია"