რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავ-თბილისის მიმართულებით გადაადგილებისას თანხის შესაძლო გაზრდაზე მსჯელობდნენ.
საუბარი იყო ასევე შესაძლო საფრთხეებსა და პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
"კონსესუსი უნდა მოიძებნოს. კომპანიამ უნდა გაიღოს თანხები კიდევ ერთხელ და თუ საჭიროა წავიდეს წაგებაზე, მაგრამ ამავდროულად მოაწესრიგოს მენეჯმენტი. რუსთავისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია ავტოსადგური. მივცეთ კომპანიას ქალაქის გასასვლელთან რაიმე ტერიტორია სადაც აააშენებს ავტოსადგურს, რომელსაც გადავცემთ მართვაში 30 წლით, სადაც შეყვანილი იქნება თერთმეტივე ლოტი", - განაცხადა ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა გურამ კვარაცხელიამ.