წყალმომარაგება არ შეიზღუდება

2019-02-20 19:58:57

კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება.

21  თებერვალს, მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები გადადო. 

შესაბამისად რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს წყალმომარაგება არ შეეზღუდება.