კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "რუსთავში, ბალანჩივაძის N2-თან, კომპანია „რუსთავის წყლის“ 400მმ-იანიმაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელადმოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 თებერვალს 11:00 საათიდან, 28 თებერვლის 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება რუსთავის მარცხენასანაპიროს: I მაისის, არაყიშვილის, ასლანიკაშვილის, ბალანჩივაძის, ბარათაშვილის, გაგარინის, გოგებაშვილის, კონსტიტუციის, ნიკოლაძის, ჭვჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს; წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.