თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს. 20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 20 თებერვალი +6°C, 21 თებერვალი +13°C, 22 თებერვალი +12°C, 23 თებერვალი +12°C.