რუსთავის საკრებულოში კომისიის 4 სხდომა გაიმართა

2019-02-19 19:09:04

დღეს რუსთავის საკრებულოში ერთმანეთის მიყოლებით, საფინასო-საბიუჯეტო კომისიის, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიისა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომები გაიმართა.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთავის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი იფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე იმსჯელა.

კომისიის სხდომაზე მიმდინარე წელს, ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული.

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ განიხილა.

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წევრებმა ისაუბრეს რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.