"რუსთავს ამხელა ბიუჯეტი არასდროს არ ჰქონია"

2019-02-19 13:57:51

რუსთავის საკრებულოში საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის ფარგლებში, კომისიაზე განხილულ იქნა საკითხი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ცვლილებები შეეხებოდა მუნიციპალიტეტის გადმოსაცემი სპეციალური ტრანსფერის გაზრდას - 870 000 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის გაზრდას -1 186 400 ლარით, ასევე 2018 წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთიდან 224 000ლარის  2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში გათვალისწინებას და სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების პროგრამის ასიგნების შემცირებას 164 700 ლარით.

საბოლოო ჯამში რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 57 902 400 ლარს შეადგენს.

"რუსთავს ამხელა ბიუჯეტი არასდროს არ ჰქონია. ამ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზარდა დაახლოებით 2 300 000 ლარით, რაც განპირობებულია იმით , რომ დამატებით გამოიყო თანხები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციითვის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კავთიაშვილმა.