გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სადარბაზოებში გარკვეული ჯგუფები გამოჩდნენ, რომლებიც დეზინფექციის მომსახურებისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ. მოსახლეობაში გაჩენილ უნდობლობას კი ცდილობენ დაუპირისპირონ ფრაზები - "მერიიდან ვართ ; კორპუსის თავმჯდომარესთან შევათანხმეთ ; სამუშაოებს სამინისტროს დავალებით ვასრულებთ". "ინფო რუსთავმა" მსგავს თემებზე არაერთხელ იმუშავა, თუმცა ყოველთვის ერთი და იგივე მეორდება, კომპანიებში, რომლებიც დეზინფექციის სამუშაოებს ახორციელებენ, აცხადებენ, რომ გადახდა ნებაყოფლობითია, მოსახლეობა კი ხშირად აღნიშნავს, რომ ისინი ადვილად ტყუვდებიან მაშინ, როდესაც საჯარო სამსახურის სახელით მიმართავენ. საკითხთან დაკავშირებით ააიპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი"-ს ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში არაერთხელ განაცხადა, რომ - "ჩვენი თანამშრომლები აბსლუტურად ყველა სადარბაზოში, თვეში ერთხელ აკეთებენ დერატიზაციას. თუ ანტისანიტარიის ფაქტი გამოვლინდა მოსახლეობას შეუძლია დამატებით დარეკოს ცხელ ხაზზე, ჩვენი თანამშრომლები გავლენ ადგილზე და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ, მომსახურება აბსოლუტურად უფასოა".
ქვეწარმავლის დაფიქსირების და დერატიზაციის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს - ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.