ქარი რუსთავში [photo]

2019-02-18 16:46:19

ძლიერმა ქარმა რუსთავის მერიის შენობას სახურავი ახადა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სპეციალური სამსახურის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მერიის შენობის სახურავს თუნუქის რამდენიმე ფურცელი დააზიანა.

ამ დროისთვის სახურავი უკვე შეკეთებულია.