სკვერების რეაბილიტაცია განახლდა.

2017-02-27 19:31:47

სკვერების რეაბილიტაცია განახლდა. 56 სკვერის კეთილმოსაწყობად მერიამ ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა და მასში კომპანია "ალგეთმა" გაიმარჯვა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 657 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები იანვრის შუარიცხვებში დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა და დაახლოებით 1 თვე უამინდობის გამო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

„ინფო რუსთავმა“ სკვერების კეთილომწობის სამუშაოების გაჩერების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. დღეს დილით კი სამუშაოები განახლდა.