ხანძარი იალღუჯის ფერდობზე

2019-02-16 17:24:05

რუსთავში, იალღუჯის ფერდობზე "მერსედესის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ხანზრის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს.

შემთხვევის შედეგად არავინ  დაშავებულა.