რა იქნა აღმოჩენილი საცხოვრებელ ბინაში

2019-02-10 17:32:22

რუსთავში სასტიკად ნაწამები 13 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავს" უამბეს ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში  აღმოჩენილ იქნა მარიხუანა და სავარაუდოდ ბრალდებული ბინაში კულტივაციასაც ეწეოდა.

ასევე ხდება ცნობილი, რომ ბრალდებულის ფსიქიკური აშლილობის მიზეზი შესაძლოა ფსიქოტროპული აბების მიღებაც გამხდარიყო.

ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობის დღეს ბრალდებულს ერთი ფირფიტა ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული. იგი წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ყიდულობდა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებები გამოძიებას სახლიდან ამოღებული აქვს.

არსებულ ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს.