co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2019-02-14 19:53:11

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 2 არასრულწლოვანი გოგო მოიწამლა.

შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.