რიგითი რუსთაველის ინიციატივა

2019-02-14 20:44:54

სოციალურად დაუცველ რუსთაველ სტუდენტს სტიპენდია დაენიშნება.

შერჩეული სტუდენტი მიმდინარე წლის მარტი-ივნისის თვის ჩათვლით (ჯამში 4 თვე)  სტიპენდიის სახით ყოველ თვე მიიღებს 150 ლარს.

შერჩევის შემთხვევაში სტუდენტი ამავდროულად გახდება მოხალისე და ყოველ კვირა ქალაქს დაუთმობს საშუალოდ 4 საათს. მოიხდის მოქალაქეობრივ ვალს. ჩაერთვება და დაგეგმავს სხვადასხვა სოციალური აქტივობებს.

აპლიკაცია უკვე განთავსდა სოციალურ ქსელებში და მისი შევსება 3 მარტამდეა შესაძლებელი.

ინიციატივის ავტორი რიგითი რუსთაველი ქრისტინე კაპანაძეა, რომელიც სტუდენტს პირადი კაპიტალით დააფინანსებს. როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქრისტინე კაპანაძემ განაცხადა ბოლო პერიოდში ქალაქში გაღვივებულმა ტრანსპორტის პრობლემამ ყველაზე მეტად სოც.დაუცველი სტუდენტები დააზარალა, მას სურს მცირედით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების მიმართ, სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე, აპლიკაციის დახმარებით შეარჩევს ერთ სოციალურად დაუცველ აქტიურ სტუდენტს და მომდევნო სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით გადასცემს 150 ლარს, რომლითაც სტუდენტი შეძლებს გზის ხარჯის დაფარვას.

ქრისტინა პირადი თანხით დააფინანსებს მხოლოდ ერთს, თუმცა სამომავლოდ მის ირგვლივ მყოფი დასაქმებული მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაეხმარონ უფრო მეტ ახალგაზრდას.

რიგითი რუსთაველის წამოწყებას ორი მთავარი მიზანი აქვს: სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.

იხილეთ აპლიკაციის ბმული - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdFa-Crc4Jg3XqZHU-BDZYTvB4CHjVEXZRnOJU7mtAy3hj9Sg/viewform?fbclid=IwAR3wx_dCPIvUg655H99_KchDT44Z