ვინ გახდა რუსთავის "ეტალონი მოსწავლე"

2019-02-14 18:34:38

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ფინალური ეტაპი გაიმართა და "რუსთავის ეტალონი" მოსწავლე გამოვლინდა.

კონკურსში ქალაქის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული შიდაშესარჩევი ეტაპის გამარჯვებული 85 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან რუსთავის "ეტალონი მოსწავლის" ტიტული კი #23 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლუკა ტალახაძემ მოიპოვა.

გამარჯვებული მოსწავლე ქვეყნის მასშტაბით გამართულ ეტალონის კონკურსზე მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძეიბაზე რუსთავის მერმა თანაწამყვანის როლი მოირგო. კონკურსს ესწრებოდნენ სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. (ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგი იხ. ფოტოზე)