გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა

2019-02-14 14:31:00

მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.

"69 წლის ასაკში გარდაიცვალა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის უნიჭიერესი მსახიობი გია ტყეშელაშვილი, რომელიც ჩვენს თეატრს თითქმის 50წლის განმავლობაში ამშვენებდა. ამ პერიოდში მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო სახე შექმნა, სპქეტაკლებში: ,,ცილინდრი“, ,,რას იტყვის ხალხი“, ,,დღე სასწაული“, სოლომან მორბელაძე, ,,ურემი გადაბრუნდა“, ,,ცოდვის შვილები“, ,,ყვარყვარე“, ,,თეთრი ბაირაღები“, ,,ჰამლეტი“, ,,დავით აღმაშენებელი“, ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“, ,,დედა დედოფალი“ და სხვა.. რუსთავის თეატრისთვის უდიდესი დანაკლისია უნიჭიერესი მსახიობის წასვლა" - ინფორმაციას რუსთავის თეატრი ავრცელებს.