რუსთავში "ნოკიას" მაღაზია გაქურდეს

2019-02-14 13:43:07

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, "ნოკიას" მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით დამნაშავეებმა მაღაზიაში კარების საკეტის გახსნის შედეგად შეაღწიეს.

ადგილზე მალევე მივიდა დაცვის სამსახური რომელმაც ქურდობის შესახებ შესაბამის უწყებას შეატყობინა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მობილური ტელეფონების მაღაზიაში რამდენიმე პირი შეიჭრა და ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს. ერთერთი არასრულწლოვანია, რომლის ვინაობაც დადგენილია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.