რუსთავში, VIII მიკრო-რაიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებელმა ერთერთ ბინაში კვამლიი შენიშნა და 112-ში დარეკა.
ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში ხანძარი არ დახვდათ, თუმცა იყო მცირე დაკვამლიანება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ბინის მეპატრონეს გაზზე საჭმელი დაეწვა, რის გამოც ბინაში კვამლი დადგა.