ხმაური ე.წ. "სტამბულის" ბაზართან [video]

2019-02-14 00:09:13

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ე.წ. "სტამბულის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. [ვიდეო/video]

თვითმხილველების თქმით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ჩხუბის დროს დაშავდა 2 მამაკაცი, მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.