რუსთავში, ლიფტის შახტაში ხანძარი გაჩნდა

2019-02-12 18:53:03

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, ერთერთი კორპუსის ლიფტის შახტაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მე-20 მიკრორაიონში ასევე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.