პროკურორი: "ბრალდებულმა მოზარდს დანით 20-მდე დაზიანება მიაყენა"

2019-02-12 13:47:05

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ.

ამ წუთებში რუსთავი საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ გააკეთა.

"დადგენილი არის, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, კერძოდ საოჯახო დანის გამოყენებით, არასრულწლოვანს სხეულზე დაახლოებით 20-მდე დაზიანება მიაყენა რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შესაბამისად ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში კერძოდ გასაკუთრებული სისასტიკით არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება და პროკურატურის პოზიციაა რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას აღკვეთი ღინისძიებით პატიმრობა,"- განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

პროკურორის ინფორმაციითვე, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

"საზოგადოებაში მოარულ მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაკავშირებით დაინიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში და ჰქონდა თუ არა ფსიქიკური ნაკლი. ექპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი, მოხდება თუ არა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება თუ დაენიშნება მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა"-განაცხადა პროკურორმა.