ქურდობა რუსთავში [video]

2019-02-12 11:01:30

ქურდობა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სპორტის ქუჩაზე არსებულ ოფისში უცნობმა პირებმა გვიან ღამით ფანჯრიდან შეაღწიეს.

შენობიდან წაღებულია 3 კომპიუტერი და 2 პრინტერი.

არსებული ინფორმაციით შენობაში ოთახების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამომავლოდ ოფისში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი განთავსდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.