საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2019-02-11 13:17:34

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განაცხადეს რომ ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.

მიკროავტობუსებს საცობში დაახლოებით 30 წუთი უწევთ ყოფნა.

არსებული ინფორმაციით საავტომობილო საცობი მაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.