რა მიზეზებით არ მიმდინარეობს სკვერების მშენებლობა.

2017-02-26 21:42:40

100 ეზოს პროექტის სახელით ცნობილი სკვერების კეთილმოწყობა უკვე 1 თვეა შეჩერებულია. "ინფო რუსთავი" საკითხით ჯერ კიდევ 2 კვირის წინ დაინტერესდა, მაშინ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა - "ამინდის გაუარესების გამო სამუშაოები ვერ ხორციელდება მიუხედავად ამისა ვადებში ჩავეტევით. თუმცა არის გარკვეული პრობლემები, დაახლოებით 10 სკვერის კეთილმოწყობის საკითხი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. 4 ადგილზე წყლის მილების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს რაც "რუსთავის წყლის" პრეროგატივაა, ასევე 1 ადგილზე გაზის მილის საკითხია მოსგვარებელი, დაახლოებით 6 ლოკაციაზე კი კერძო საკუთრების ტერიტორაზე გადავდივართ და ეს უკვე მერიამ უნდა გაარკვიოს. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, საძირკვლები უკვე ჩამოსხმულია, ბეტონს ყინვების გამო არ ვასხამთ, თუმცა როგორც კი ამინდები ხელს შეგვიწყობს სამუშაოებს განვაახლებთ".

სკვერების მოწყობის სამუშაოები იანვრის შუარიცხვებში დაიწყო, 26 იანვარს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა და უკვე 1 თვეა არ განახლებულა. 56 სკვერის კეთილმოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია "ალგეთმა" გაიმარჯვა, აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 657 000 ლარი გამოიყო. ტენდერის პირობების მიხედვით სკვერების კეთილმოწყობა 160 დღეში უნდა დასრულდეს, აქედან 50 დღე უკვე გასულია.

სკვერების მშენებლობის ლოკაციები: მე-19 მკ/რ #1, #4, #7, #8, #10, #12, 12 პრიმი, #13 #18, #24 ; მე-17 მკ/რ #1, #2, #3, #5, #7, #8, #9, #10, #12, #13, #14, #16, #17, #19, #21, #22, #23, #30 ; მეგობრობის #23 #39, #41, #43, #45 ; მეგობრობის II გას. #3, ახმეტელის #4, #6 ; თოდრიას I ჩიხი #4, #3, #5 ; თოდრიას III ჩიხი #5, #7 ; მე-8 მკ/რ #18, #15 ; მე-7 მკ/რ #5, #6, #9, #13, #14, #12, #15, #16 #19 ; ლეონიძის #14, #16, #24, #26, #28, #30 ; ტაშკენტის #5 ; მე-15 მკ/რ #11, 12 ; მე-14 მკ/რ #10 ; შარტავას #5 ; 21-ე მკ/რ #4, #11 ; მე-20 მკ/რ #11, #10, #16, #20, #19 ; მე-12 მკ/რ #1, #5, #6, #7, #8, #9, #20, #23, #31, #32, #33, #34 ; მე-11 მკ/რ #3 ს/ს ; მესხიშვილის #11, ლესელიძის #52, 52ა ; მარჯანიშვილის #7 ; თოდრიას #13 ; მე-11 მკ/რ #1 ჩეხური ; თბილისის ქუჩა #24, #26 ; ყაზბეგის #11, #13, #15, #17 ; თბილისის #5, #35 მიმდ. ტერ. ; ფალიაშვილის #4, #6, #10 ; შევჩენკოს #14 ; კლდიაშვილის #15 ; რუსთაველის #15, #37, #39 ; ბათუმის #17 ; დ/მეტალურგთა #7 ; ბერიტაშვილის #4, #6 ; გიორგაძის #10, #12 ; მე-8 მკ/რ #6 ; 21-ე მკ/რ #6 ; ყაზბეგის #1, #5.