რუსთავში ლიფტები გაქურდეს

2019-02-11 10:55:23

რუსთავში. მეგობრობის გამზირზე ლიფტები გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით გატეხილია რკინის ის ყუთები სადაც მოსახლეობა მომსახურებისთვის ფულს ყრიდა.

წაღებულია ხურდები და დაზიანებულია ლიფტის ყუთები.

ამ დროისთვის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ და ცდილობენ დაზიანებული მექანიზმები აღადგინონ რათა მოსახლეობამ ლიფტებით ისევ ისარგებლოს.