ფულადი ჯილდო შეადგენს 200 545 ₾

2019-02-09 21:23:20

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ გაიცა თუ არა პრემია-დანამატები და თუ გაიცა ვისზე და რა ოდენობის. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ "ინფო რუსთავიდან" შესულ წერილზე პასუხი მოგვწერა და დასმულ ხუთივე კითხვაზე, შემდეგი პასუხები გაგვცა:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში საახალწლოდ, 2018 წლის დეკემბერში ფულადი ჯილდო გაიცა 204 საჯარო მოსამსახურეზე;

2. მერიაში ამჟამად მუშაობს 220 თანამშრომელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში დასაქმებულია 832 ადამიანი;

3. 2018 წლის დეკემბერში გაცემული ფულადი ჯილდო შეადგენს 200 545 (ორასი ათას ხუთას ორმოცდახუთი) ლარს;

4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე (მერი და მერის მოადგილეები) 2018 წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არ გაცემულა;

5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის  დეკემბრის თვეში ფულადი ჯილდო გაიცა მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 დეკემბრის NN 3800 და 3804 ბრძანებების საფუძველზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას  გამოთქვამს საჯარო ინფორმაციის შეუფერხებლად გაცემაზე და გაცნობებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტების მიღება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით თქვენი მოთხოვნის სათანადოდ  დაზუსტების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების  მხრიდან პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით.