ავარია ხიდთან, მანქანა ხევში გადავარდა (ვიდეო).

2017-02-26 19:15:16

ავტოსაგზაო შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე (სასაფლაოებისკენ მიმავალ) ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.