11 თებერვალს, ორშაბათს, მარნეულის რაიონში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მაღალი ძაბვის ქვესადგურზე "გარდაბნი 500" პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას. [ვიდეო/video]
სამუშაოების მიმდინარეობისას 11 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებაა რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
ქვესადგურზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს.