რუსთავში ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლები მყიდველების სიმცირებზე საუბრობენ.
მათივე თქმით, ამოქმედებულმა ცვლილებამ, რომელიც ბანკების მიერ სესხების გაცემას მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ გულისხმობს, ტექნიკის მაღაზიებში მომხმარებლების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა.
რუსთაველები ამბობენ, რომ ქალაქში მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებულია და შემოსავლებს ვერ ადასტურებს, ამიტომ განვადებაზეც უარს ეუბნებიან. ადგილობრივები ტექნიკის მაღაზიებს ურჩევენ შიდა დაკრედიტების სისტემა შექმნან, რათა განვადებით ყველამ ისარგებლოს.
ცნობილია, რომ ტექნიკის მაღაზიების გაყიდვების ძირითადი ნაწილი განვადებაზე მოდიოდა, მომხმარებლების შემცირებამ კი მათი გაყიდვების შემცირებაც გამოიწვია.