ელექტროენერგია 1500 აბონენტს არ მიეწოდება.

2017-02-26 17:01:03

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება რამდენიმე ქუჩას, გათიშულია 1500-მდე აბონენტი. "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო"-ში განუცხადეს რომ  შეფერხება ძლიერი ქარის გამო მოხდა, ადგილზე უკვე გასულია სამუშაო ჯგუფი და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს 1 საათში აღდგება.