კალაძე: პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადდა

2019-04-07 00:26:08

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

"გასულ წელს გავაკეთეთ მიწისზედა მეტროს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იგეგმება სამგორი-ლილო, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის თბილისი დაკავშირება ქალაქ რუსთავთან.

ჩვენ უკვე კონკურსი გამოვაცხადეთ, რომ მოხდეს პროექტის წარმოდგენა და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა შემუშავდეს. მას შემდეგ რაც გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული, კომპანია წარმოადგენს პროექტს და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას.

როგორც ინფო რუსთავისთვის გახდა ცნობილი, მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით. 2019 წელს დაგეგმილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ შეირჩევა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოპტიმალური მარშრუტი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, "თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოგვცემს სრულ სურათს",- განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ბაზრის კვლევაში ჩართული იყო ცნობილი კომპანიები "სისტრა" და "მოტ მაკდონალდი", რომლებსაც ევროპის წამყვანი და განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აქვთ.