შანსი რუსთაველი მოზარდებისათვის

2019-02-06 23:22:57

ორგანიზაცია Georgian Association for Cultural Relations აცხადებს ერთ კვირიანი გაცვლითი პროგრამის ვაკანსიას, 10-17 წლამდე რუსთაველი მოზარდებისათვის, თურქეთის ისტორიულ და ულამაზეს ქალაქ იზმირში.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გააცნონ უცხოელ თანატოლებს საქართველოს კულტურული ღირებულებები, გაიჩინონ ახალი მეგობრები, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის დონე, დაათვალიერონ თურქეთის სამი ქალაქი, გაეცნონ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს და რაც მთავარია გახდნენ მეტად დამოუკიდებლები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, ინგლისურ ენაზე, 15 თებერვლამდე.

პროექტი ხორციელდება თურქეთში არსებული Mavi Ege Schools-ის, რუსთავის მუნიციპალიტეტისა და Georgian Association for Cultural Relations-ის თანადაფინანსებით.

პროექტში მონაწილეობის საფასური იხილეთ ლინკზე