ახალწვეულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კრწანისის საწვრთნელ ცენტრში.
არსებული ინფორმაციით ნაცემია 21 წლის მამაკაცი, ახალგაზრდა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავი" კლინიკას დაუკავშირდა სადაც განაცახდეს რომ - "ისტერიული ფონით შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დაკვირვების შედეგად პაციენტს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება".
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჯარისკაცს ჯარში ყოფნა არ სურდა და კამათიც სწორედ ამის გამო დაიწყო.
"ინფო რუსთავს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს რომ - "სამხედრო მოსამსახურე შოკური ფონით შეიყვანეს კლინიკაში, მას დაზიანებები არ აქვს. მომხდარ ფაქტზე შიდა მოკვლევა ჩატარდება.