ინდუსტრიულ ჰაბი - მითი თუ რეალობა

2019-02-07 22:44:28

რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"სამრეწველო ქალაქის მშენებლობის დროს საშენი მასალები იქნება ადგილობრივი. შეთავაზებულია 340 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 400 000 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდება, იგეგმება 4000 მუშა ხელის დასაქმება. გამოყოფილი ფართის 60% რეკრეაცისა და ინფრასტრუქტურისთვის იქნება გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი 40 % საწარმოო კორპუსებისთვის. მშენებლობა იქნება ხუთფაზიანი. სამრეწველო ქალაქის მშენებლობა 5 წელი გაგრძელდება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.