ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ნახეთ ვიდეო
"ჰონდას" მარკის ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულია 21 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის მედპერსონალმა განუცხადა, დაშავებულს აღენიშნება მრავლობითი ტრამვები სხეულზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.