რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ტრენინგი გამართეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართეს. როგორც ტრენინგზე გაჟღერდა, პრევენციის მიზნით, მოსახლეობამ ხშირად უნდა შეამოწმოს გაზის ჩამკეტი, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, სასურველია, ოთახში, სადაც გაზდანადგარებია დამონტაჟებული, მუდმივად შემოდიოდეს სუფთა ჰაერი.
შეხვედრას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები და რუსთავში არსებული კორპუსების თავმჯდომარეები დაესწრნენ, რომლებმაც მიღებული ინფორმაცია მოგვიანებით ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გააცნონ.