სიგარეტი გაძვირდა

2019-02-06 11:39:42

დღეიდან, 6 თებერვლიდან საქართველოში თითქმის ყველა სახის ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა.

ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი როგორც მარკეტებში, ასევე საბითუმო რეალიზატორებთან 50 თეთრითაა გაძვირებული.

"ინფო რუსთავის" ჟურნალისტი რუსთავში, რამდენიმე სუპერმარკეტში იმყოფებოდა სადაც შეეცადა დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით.

"ინფო რუსთავი" სიგარეტზე  ფასების სხვაობას გთავაზობთ:

ერთი კოლოფი "მალბოროს" ფასი 5 ლარიდან 5,50 ლარამდე გაიზარდა, "პარლამენტის" ფასი 5,80 ლარიდან 6,30 ლარამდე, "ქემელის" ფასი 4,50 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა, ასევე 50 თეთრით გაძვირდა "სობრანიე", რომლის ამჟამინდელი ფასი 6.30 ლარია.

თამბაქოს ფასის ზრდა, გამოიწვია საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა. 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რის შედეგადაც, კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ.  ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტის 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარია.

თამბაქოს ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე საშუალოდ სიგარეტის ფასი 50 თეთრით კიდევ მოიმატებს.