ქურდობის ფაქტი

2019-02-06 11:18:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდაბაში ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ბატას” მაღაზია გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გ.ვ. და ს.ტ. მხილებულები არიან, აბაშიძის 35-ში მდებარე რესტორან "სტეიკ ჰაუსი"-ის გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს” და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებში.

არასრულწლოვნები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საცავში უკანო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მიხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.