ვანო ზოდელავა გარდაიცვალა

2019-02-06 01:00:21

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა გარდაიცვალა.

შეგახსენებთ რომ ყოფილი მერი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე 2017 წელს ავარიაში მოჰყვა. ვანო ზოდელავა ავა­რი­ის შემ­დეგ, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმყოფებოდა. 

შე­გახ­სნებთ, რომ ავა­რია 2017 წლის 21 ივ­ლისს მოხ­და. ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც ქვე­მო ფონიჭალაში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "ოპე­ლის", "მერ­სე­დე­სი­სა" და "ჰონ­დას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა რუსთაველი, 33 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და.