რა გაკეთდა 20 თვეში ქვემო ქართლში

2019-02-05 23:04:38

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა.

პოლიციის პოლკოვნიკი მანამდე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. კახა ბუხრაძე პარალელურად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც შეითავსებს.

ქვემო ქართლში კახა ბუხრაძის ყოფნის დროს ავტოსაგზაო შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავარიების დროს გარდაცვალებების რაოდენობამ 22 ერთეულით დაიკლო. აღმოიფხვრა ე.წ. "შავი წერტილების" ლოკაციები. სტატისტიკის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის გამოვლენის ფაქტები. 2018 წელს რუსთავის ქუჩებში 300-მდე ვიდეო კამერა განთავსდა. სწორედ მიღწეულ წარმატებებს უკავშირებენ კახა ბუხრაძის დაწინაურებას. პოლიციის პოლკოვნიკმა ქვემო ქართლში საკუტარი კარიერის 20 თვე გაატარა.

1981 წელს დაბადებული პოლიციის პოლკოვნიკი კახა ბუხრაძე პროფესიით სამართალმცოდნეა.
2004 წელს გავლილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის სპეცმომზადების კურსები;
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქმიანობა დაიწყო 2002 წლიდან.
2002-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორი;
2004 წლიდან დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორად;
2005-2006 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი;
2006-2007 წელს საქმიანობა გააგრძელა ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაურის პოზიციაზე;
2007 - 2009 წლებში საქმიანობა გააგრძელა სს "საქართველოს ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე;
2009- 2011 წლებში იყო "ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების ოფიცერი;
2011-2012 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ინსპექტორად;
2012 წელს დაინიშნა ამავე დანაყოფის ოცეულის მეთაურად, შემდეგ კი განყოფილების უფროსად;
2012-2013 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
2013 -2015 წლებში საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, ხოლო შემდეგ მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;
2015 - 2017 წლებში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
2017 წელს საქმიანობა გააგრძელა საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;
2017 წლის ივნისიდან დაინიშნა ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას;
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.