ბინაში თხევადი აირი დაგროვდა [video]

2019-02-06 00:04:25

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელი სახლის ბინაში თხევადი აირის გაჟონვით 35 წლის მამაკაცმა ინტოქსიკაცია მიიღო. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საჭმელი მოამზადა, რის შემდეგაც თხევადი აირის გაზის გადკეტვა დაავიწყდა და ჩართული დატოვა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ახალგაზრდა ასევე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, რომ - "პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, იყო უგონო მდგომარეობაში. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია".